GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მამუკა კაციტაძე ამბროლაურის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
15:30 11.08.2012
დღის სიახლეები

დღეს, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე რაჭაში, ამბროლაურის რაიონში სოფელ თლუღისა და სოფელ ჩორჯოს მოსახლეობას შეხვდა და სოფლის პრობლემები განიხილა.

მისი თქმით, სოფელ ჩორჯოს მოსახლეობას ძლიერ აწუხებს ყურძნის ჩაბარების პრობლემები და შხამ-ქიმიკატების ხელმიუწვდომლობა. ეს სოფელი ხვანჭკარის ზონაშია და მოსახლეობას ასევე აწუხებს ღვინის რეალიზაციის პრობლემა.

ახლების განცხადებით, სოფელი თლუღი კი მაღალმთიან ნაწილშია და ხე-ტყის ჭრის აკრძალვა, ზოგადად ტყით სარგებლობის შეზღუდვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ სოფლის მოსახლეობისთვის. გადამამუშავებელი საწარმოების არარსებობა და უმუშევრობა ასევე ძალიან აწუხებთ ამ სოფლის მაცხოვრებლებს. 

მამუკა კაციტაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ „ახალი მემარჯვენების“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართული სოფლის აღორძინებაა და ამისთვის აუცილებელია ყველა სოფელში მინიმუმ ერთი საწარმო მაინც გაიხსნას; ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს თავისი სახნავ-სათესი და ტყე; სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს ხელმისაწვდომი შხამ-ქიმიკატების უზრუნველყოფისა და პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობის გზით. სწორედ ასე იქნება შესაძლებელი საქართველოს ყველა სოფელში ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციის თანამშრომლებმა ფულის გამოძალვის მცდელობა აღკვეთეს1
“ქდმ” რიყის პარკში მიმდინარე მშენებლობების შეწყვეტას ითხოვს2
ქმარმა ყოფილი მეუღლე ქუჩაში სასტიკად ცემა3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 28 ოქტომბრისთვის4
თბილისის “დინამო” მერაბ ჟორდანიას განცხადებას პასუხობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X