ხათუნა კალმახელიძემ იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებს წარმატებული საქმიანობისათვის, მადლობის სიგელები გადასცა.
იურიდიული
დახმარების
სამსახური
სახელმწიფოს
მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი, გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის.
სამსახური
2007 წლის
ივლისში შეიქმნა და დღეისათვის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.
კვალიფიციური
იურისტები,
ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 11 ბიუროსა და 4 საკონსულტაციო ცენტრის გარდა, საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას უწევენ მობილური ჯგუფის რეგიონებში ვიზიტებისა და ონლაინ კონსულტაციების მეშვეობით.
internet.ge