მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 12 აგვისტოსთვის
23:50 11.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ნუ აჰყვებით სწრაფი გამდიდრების საეჭვო წინადადებებს და ნუ მიენდობით მლიქვნელებს და მაშინ დღე მეტად სასიკეთოდ წარიმართება. მისიონერული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტიურობა სასურველ შედეგებს ვერ გამოიღებს. ნუ აჩქარდებით. გაძლიერდება სექსუალური ენერგია. საკუთარ თავს ნუ შეიცოდებთ. რთული დღეა სიყვარულისა და ქორწინებისათვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის და მთების დასალაშქრად. მინერალებიდან სასიკეთოა: თოფაზი, ბრილიანტი, ლაზურიტი, საფირონი, ცირკონი, ჯესპილიტი. ფერებიდან დადებითია: ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, ბეჟი, ცისფერი, იასამნისფერი, ვერცხლისფერი და ორქოსფერი. სიზმრები შემდგომ ახდება. ადამიანები დღეს ადვილად აღიქვამენ ცვლილებებს, ნუ გათქვამთ საიდუმლო ინფორმაციას. მაღალია, გაცივების, ჭორების, ინტრიგების, ქურდობის ალბათობა. სასიკეთო დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის, ინფორმაციის გაცვლისათვის, რეკლამებისა და ინტერვიუებისათვის, აუქციონების მოსაწყობად, ხელშეკრულებების დასადებად, ცხოველთა სელექციისათვის, კროსვორდების შესავსებად, ტელეფონების, რადიოს, მობილეურებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების შესაძენად, საქმიანი მიმოწერისა და შეხვედრებისათვის, სწავლისათვის, მშენებლობისათვის და საბანკო ოპერაციებისათვის. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ფილტვები, ბრონქები, მხრები და ხელები. დღე დადებითია ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის; უარყოფითია – კირჩხიბის, ქალწულისა და თევზებისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|