მენფრედ კ. გერმანიის
ქალაქ რამშტაინში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
უცხოური მედიის ცნობით, რუსეთის
„ფსბ“-მ მას 7 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა, რომ საიდუმლო ინფორმაცია
მოეპოვებინა.
გერმანიის პროკურატურის
ოფიციალურ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მანფრედი სახელმწიფო საიდუმლოებების
„მესამე მხარისათვის“ გადაცემას აპირებდა.
ბრიტანული „თაიმსი“ წერს,
რომ მანფრედი ნატო-ს ბაზაზე სამოქალაქო შტატზე მუშაობდა და რადენიმე წლის
განმავლობაში იწერდა ფაილებს, რომლებიც მსოფლიოში აშშ-ის სტრატეგიულ გეგმებს
შეეხებოდა, ასევე სხვადასხვა პროგრამების პაროლებს, რომლებთანაც წვდომა მხოლოდ
უმაღლეს სამხედრო პირებს აქვთ.
კონტრდაზვერვა ახლა
არკვევს, უკვე მოხვდა თუ არა აღნიშნული ინფორმაციები სხვათა ხელში.
გაზეთის თქმით, მანფრედი გაბოროტებული
ადამიანია, რომელიც უკმაყოფილოა თავისი ხელფასითა და სტატუსით.
Internet.ge