GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აფხაზეთში იეღოვას მოწმეებს სამართალდამცავებიც ებრძვიან
16:05 08.04.2012
დღის სიახლეები

გაგრაში, იმ შენობის ეზოში, სადაც იეღოვას მოწმეთა შეკრებები იმართებოდა, ყუმბარა აფეთქდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა შენობა დაზიანდა.

როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ყუმბარა ეზოში უცნობმა პირმა შეაგდო და ადგილიდან გაუჩინარდა. ყუმბარა ბეტონზე დავარდა და იქვე აფეთქდა. იმ მომენტში შემთხვევის ადგილზე მხოლოდ შენობის დარაჯი იმყოფებოდა, რომელმაც მომხდარი მილიციას აცნობა.

როგორც აფხაზეთში მცხოვრები იეღოვას მოწმეები ამბობენ, ეს მათ შენობაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და არაერთი მცდელობა ყოფილა, როცა შეკრებების დარბაზში ნიღბიან შეიარაღებულ პირებს უცდიათ შეჭრა.

როგორც იეღოვას მოწმეთა რუსეთის ცენტრის ხელმძღვანელმა გრიგორი მარტინოვმა განაცხადა, მსგავსი შემთხვევების გარდა, იეღოვას მოწმეთა ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახორციელებენ თვით აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

„გასულ წელს და წელსაც, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის და აფხაზეთის სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელებმა არაერთხელ სცადეს შეწინააღმდეგებოდნენ იეღოვას მოწმეთა რელიგიური შეხვედრების ჩატარებას“ - ამბობს მარტინოვი. მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როცა სამართალდამცავები ძალის გამოყენებით შეჭრილან შენობაში, ამოუღიათ ლიტერატურა და მორწმუნეთა პირადი მონაცემები.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
წითელ მოედანზე ტერაქტის მცდელობისთვის დაღესტნელ ქალბატონს 10 წელი მიუსაჯეს1
გორგოძე ტურის სიმბოლურ ნაკრებშია2
იმის გამო, რომ ვეფხვს დამსგავსებოდა, მამაკაცმა კბილები გაილესა და სახე დაისახიჩრა3
ტელეკომპანია „real tv“-ს საინფორმაციო სამსახური დაიხურა4
ვლადიმერ პუტინი ინტერნეტის გაკონტროლებას ცდილობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X