გამოძიების სკანდალური შედეგები: ბრეივიკის თავდასხმის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო
10 ექსპერტისგან შემდგარმა კომისიამ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის
თავდასხმის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუკი უსაფრთხოების
ზომებს ეფექტურად გამოიყენებდნენ.
კომისიის მოხსენებაში,
რომელიც დღეს იქნა წარმოდგენილი, ნათქვამია, რომ დამნაშავის შეჩერება შესაძლებელი
იყო მანამდე, ვიდრე ოსლოს მთავრობის სახლთან აფეთქება მოხდებოდა.
ექსპერტებმა ასევე გააკრიტიკეს,
პოლიციის შენელებული მოქმედება, რომლის გამოც, როგორც აღნიშნავენ, ვერ მოხერხდა
კუნძულ უტოიაზე დაცხრილული ადამიანების გადარჩენა.
კომისიის აზრით,
ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურს შეეძლო ბრეივიკის კვალზე უფრო ადრე გასულიყო,
ვიდრე ის ტერაქტებს განახორციელებდა.
კომისიის მიერ ჩატარებული
მუშაობისას ასევე აღმოაჩინეს, რომ ნორვეგიელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში „სერიზული
სუსტი წერტილები არსებობს“.
სპეციალური კომისია
ტერაქტების გამოსაძიებლად ნორვეგიაში 2011 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგვე
შეიქმნა. მთლიანობაში, სპეციალისტებმა 482-გვერდიანი დასკვნა წარმოადგინეს და უკვე
გააცნეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს.
Internet.ge