საუდის არაბეთის
ხელისუფლება იმ ქალებს, რომელთაც მუშაობა და დამოუკიდებელი ცხოვრება სურთ,
სამუშაოს დაწყების უფლებას მისცემენ. თუმცა, მათ დასაქმება მხოლოდ ქალებისათვის
სპეციალურად შექმნილ სამრეწველო ქალაქში შეეძლებათ.
სამრეწველო ქალაქში,
რომელიც მომავალ წელს აშენდება, ქალები ქსოვილების, წამლებისა და საკვები
პროდუქტის დამზადებაში ჩაერთვებიან.
თავდაპირველად ახლადაშენებულ
ქალაქში, რომელსაც ჰოფუფი ერქმევა, 5000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ
ქალები შეძლებენ მათი შესაძლებლობების დემონსტრირებას“, - განაცხადა
საუდის არაბეთის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
internet.ge