1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან, 23 წელი
შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს,
გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე,
პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
შეგახსენებთ, რომ 1991 წლის
9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, აღნიშნული თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
internet.ge