რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილის მიხეილ ბოგდანოვის თქმით, ბაშარ ასადის ძმამ მახერ ასადმა,
რომელიც 18 ივლისს, დამასკოში, ტერაქტის შუაგულში მოყვა, ორივე ფეხი
დაკარგა და ამ დროისათვის, სიკვდილს ებრძვის.
მახერ ასადი რესპუბლიკური გვარდიის ელიტურ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა და
ოპოზიციის წინააღმდეგ ოპერაციებს მეთაურობდა.
რუსი დიპლომატის თქმით, მისი
მდგომარეობა უდიდესი დარტყმაა ბაშარ ასადისათვის.
ბოგდანოვმა ასევე განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი მზადაა დატოვოს
ხელისუფლება, თუმცა გარკვეული პირობებით - იუწყება რუსული მედია.
internet.ge