კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია,
რომ 15, 16 და 17 აგვისტოს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9–დან 18
საათამდე დენის მიწოდება შეეზღუდება მესტიის რაიონის 8- სოფელს: ხაიშს,
ლახამულას, საგერგილას და კიდევ მიმდებარე 5 სოფელს, საერთო ჯამში 952
აბონენტს.
15 აგვისტოს, 12–დან 18 საათამდე, ასევე შეეზღუდება ელექტროენერგიის
მიწოდება ბოლნისის რაიონის სოფლებს: კუდროს, სავანეთს, ტალავერს და
მიმდებარე 8 სოფელს, საერთო ჯამში 4 ათას 707 აბონენტს.
15 აგვისტოს, 11–დან 13 საათამდე ასევე დაგეგმილია სარეაბილიტაციო
სამუშაოების ჩატარება რაჭაშიც, შედეგად დენი შეეზღუდება ამბროლაურის
რაიონის სოფლებს: ურავს, ლიხეთს და აბარს. ონის რაიონის სოფლებს: სორს,
ფარახეთს, მრავალძარს, სარდონეთს და ჭიბარევს, საერთო ჯამში ათას აბონენტს.
16 აგვისტოს კი, 12-დან 18-ტ საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება ქარელის რაიონის სოფლებს რუისს, ურბნისს, ბებნისს და ქარელის
ნაწილის 2 ათას 220 აბონენტს.
ამავე დღეს, 11-დან 18 საათამდე შეიზღუდება თეთრიწყაროს რაიონის
სოფლები: მარაბდა, ქოთიში, მზიანეთის აგარაკები, დიდი და პატარა დუნუქი და
ხაიში, საერთო ჯამში 340 აბონენტი.
17- აგვისტოს, 12–დან 18 საათამდე დენი გაეთიშება გორის რაიონის
ბოშურის ხეობის 6 სოფლის 495 აბონენტს, წალკის რაიონის 14 სოფლის ათას 355
აბონენტს და ნინოწმინდის რაიონის 25 სოფლის 6 ათას 641 აბონენტს. 17
აგვისტოსვე, 12-დან 14 საათამდე ასევე დენის მიწოდება შეეზღუდება მთლიანად
სამტრედიის რაიონის 17 ათას აბონენტს.
internet.ge