მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 15 აგვისტოსთვის
00:00 15.08.2012
|
დღის სიახლეები
|
მიხეილ ცაგარელი: ამ დღეს ფინანსური პრობლემები სწრაფად უნდა გადაწყდეს გონივრული და სამართლიანი მიდგომით. დღე ქმნის ემოციურ სირთულეებს სასიყვარულო ურთიერთობებში. ცის კაბადონზე პლანეტების მარსისა და სატურნის ენერგიათა შეერთება ადამიანთა თვისებებში აძლიერებს ამტანიანობას, შეუპოვრობას, შრომისუნარიანობას, დისციპლინას. ძალიან რთულ საქმეებს ნუ შეეჭიდებით.
მინერალებიდან სასიკეთოა: ზურმუხტი, მარჯანი, ოპალი, მალაქიტი და ამეთვისტო.
ფერებიდან დადებითია: თეთრი, იისფერი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე და ცისფერი.
სიზმრები შემდგომ ახდება. რთული დღეა ქორწინებისათვის, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, სახლის მშენებლობის დასაწყებად, ფულის ვალში ასაღებად. სასიკეთოა დღე მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მორწყვისათვის, ბავშვის ჩასახვისათვის, ახალი ნივთების შესაძენად, ვაჭრობისათვის, საოჯახო-სანათესავო კავშირებისათვის, სასამართლო პროცესების დასაწყებად, ხელოვნებისათვის.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება მკერდი, კუჭი და გული.
დღე დადებითია ქალწულისა და მორიელისათვის. უარყოფითია ვერძისა და ტყუპებისათვის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|