იმ უბნებს, რომელსაც წყლით მომარაგება
შეუწყდა, მისი მიწოდება 14:00 საათზე აღუდგებათ. აღნიშნულის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განუცხადეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყლის
შეწყვეტის მიზეზი ცაბაძის ქუჩისა და დავით
აღმაშენებლის
გამზირის კვეთაზე მომხდარი დაზიანება გახდა.
როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“
განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება ეტაპობრივად
მოხდება.
წყალი
ამ დრომდე წერეთლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილის, ხეთაგუროვის ქუჩებს არ მიეწოდება.
Internet.ge