უმაღლეს
სასწავლებლებში სახელმწიფო დაფინანსების რამდენიმე ახალი კატეგორია შეიქმნა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ხატია დეკანოიძემ დღეს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მინისტრის
განცხადებით, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამას, რომელიც უკვე შვიდი წელია
ხორციელდება ახალი კატეგორიები დაემატება.
სახელმწიფო გრანტის პროგრამა
გავრცელდება იმ ბავშვებზე, რომლებიც არიან სახლემწიფო ზრუნვის ქვეშ, სტუდენტები,
რომელთა მშობლებიც დაიღუპნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, და სტუდენტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ
ტერიტორიებზე.
ასევე, სახელწიფო დაფინანსებას მიიღებენ სტუდენტები, რომელიც არიან მრავალშივილიანი
ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და სტუდენტები, რომელთაც აქვთ მკვეთრად
ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები.
ხატია
დეკანოიძის განცხადებით, იმ სტუდენტების სია, რომლებიც სახელმწიფოსაგან დაფინანსებას
მიიღებენ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.
დაფინანსების
მისაღებად სტუდენტებმა განცხადება 8 ოქტობრამდე განათლების სამინისტროში უნდა
წარადგინონ.
internet.ge