საქართველოს მოსახლეობაში სადაზღვევო პოლისების დარიგება ისევ გრძელდება. დღეს ლანჩხუთში მცხოვრებმა კვირკველიების ექვსსულიანმა ოჯახმა სადაზღვევო პოლისები პირადად ჯანდაცვის მინისტრისაგან მიიღო.
ოჯახის პენსიონერი წევრი ლიანა კვირკველია და ახალშობილი გაბრიელი ახალი პოლისებით სარგებლობას 1 სექტემბრიდან შეძლებენ.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა კვირკველიებს დეტალური ინფორმაცია გააცნო, თუ როგორ შეუძლიათ პოლისით გათვალისწინებული მომსახურება მიიღონ. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია დაზღვეულთა წრის გაფართოება.
ამჟამად დაზღვევით საქართველოში 900 ათასამდე ადამიანი სარგებლობს, 1 სექტემბრიდან კი სახელმწიფო დამატებით მილიონზე მეტ ადამიანს დააზღვევს.
internet.ge