ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია მუშაობის მეორე ეტაპზე
გადავიდა. აღნიშნული განცხადება კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ამ ეტაპს „ამომრჩევლიდან სიებამდე“ ჰქვია.
„სიების დაზუსტებული ვარიანტი ჩვენ საიტზე უკვე დევს და
ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამ დროისთვის არსებული სიის
შესწორების მოთხოვნა არც ერთი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ორგანიზაციისგან არ
შემოსულა“,- აღნიშნა კაციტაზემ.
სიების გადამოწმების კომისია ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ სუბიექტს
მოუწოდებს მათ მიერ აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაცია უწყებათაშორის
კომისიას არაუგვიანეს 2 კვირაში მიაწოდოს, რადგან შესწორებებისთვის სწორედ ეს დროა
დარჩენილი.
Internet.ge