ქუთაისის
ტერიტორიაზე
17 აგვისტო,
ერთჯერადად,
უქმე დღედ გამოცხადდება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ბაგრატის ტაძრის აღდგენისა და ტაძარზე ჯვრის აღმართვის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება,
რომ ქუთაისის მთელ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 17 აგვისტო ერთჯერადად გამოცხადდეს დასვენების დღედ“,- ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge