დასაქმების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ რამიშვილი ფოთის დასაქმების
ცენტრში იმყოფებოდა.
რამიშვილის განცხადებით, ცენტრში მოქალაქეები შეძლებენ
დარეგისტრირებას, რის შემდეგაც მოხდება მათი დამსაქმებელთან დაკავშირება.
რამიშვილი სოციალურ მუშაკებსაც შეხვდა და მათგან მოისმინა თუ როგორ
მიმდინარეობს დაუსაქმებელი მოსახლეობის აღწერა.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალური სარგებელი მივცეთ
ხალხს, რომ მათ გაუადვილდეთ სამუშაოს
მოძიება“,- განაცხადა დასაქმების მინისტრის მოადგილემ.
Internet.ge