შემთხვევა
ნოვოსიბირსკში სავაჭრო-გასართობ კომპლექსში მოხდა.
მშობლების
ყურადღების გარეშე დაჩენილი 5 წლის ბიჭუნა ესკალატორის სახელურებზე დაწვა და
„გაფრენა“ მოინდომა. ბავშვი დედამ და დამ მაშინვე შენიშნეს და ჩამოსვეს, თუმცა
ბიჭუნა მათ ხელიდან დაუსხლტა და ამჯერად, მესამე სართულზე მდებარე ესკალატორის
სახელურიდან პირდაპირ პირველ სართულზე აღმოჩნდა.
ბიჭუნა ბეტონის
იატაკს დაენარცხა, თუმცა გადარჩა, თანაც, მცირედი დაზიანებებით.
ამჟამად ბავშვი
საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების თქმით, მას ქალა-ტვინის მსუბუქი ტრავმა აქვს.
Internet.ge