5 ივნისს დაკარგული 11 წლის მოზარდის
სამძებრო ღონისძიებები უშედეგოდ მიმდინარეობს. კასპის რაიონის მკვიდრი მტკვარში
თანატოლთან ერთად შევიდა, რა დროსაც დაიხრჩო, ცხედრის პოვნა კი ამ დრომდე ვერ
ხერხდება.
მაშველებმა მცხეთაში კაშხლის გაშვებისა და წყლის დონის დაწევის შემდეგ
სამძებრო სამუშაოები განაახლეს, თუმცა ბავშვის ცხედარს ვერ მიაგნეს.
internet.ge