GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტოლერანტობის ცენტრი ანტითურქული ქსენოფობიის ფაქტებს ეხმიანება
14:30 16.08.2012
დღის სიახლეები
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ბოლო პერიოდში გახშირებულ, ანტითურქული ქსენოფობიის ფაქტებს ეხმიანება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში სიძულვილის ენის ტირაჟირების ფაქტებმა იმატა და ახალი მიმართულება შეიძინა. პოლიტიკური სპექტრის, მედიისა და ექსპერტების ერთი ნაწილის მხრიდან ქსენოფობური რიტორიკის მთავარი ელემენტი ანტითურქული პროპაგანდა გახდა. 

ანტითურქული განცხადებები კეთდება როგორც პოლიტიკოსების, ისე მედია წარმომადგენლების მიერ. პოლიტიკოსთა მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები: აჭარა „უნდა გაიწმინდოს ანტიქართული ძალებისგან“, შეწყდეს „თურქული ექსპანსია“ რეგიონის ტერიტორიაზე და სხვა. 

სამწუხაროდ, თურქოფობული აქცენტები გაკეთდა აჭარაში ბოლო პერიოდში გამართულ აქციაზეც. გამომსვლელები, საქართველოში სხვადასხვა ტიპის თურქულ საფრთხეზე საუბრობდნენ. 

ანტითურქული მოწოდებები და განცხადებები ასევე ხშირად ჟღერს მედია სივრცეშიც. მედია რიგ შემთხვევაში გვევლინება მსგავსი განცხადებების გამტარად, ხოლო რიგ შემთხვევებში თავად წარმოადგენს ავტორს. 

„ბათუმი თურქეთის ტერიტორიაა?“ „აჭარაში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს“; „მხოლოდ თურქული დროშა“; „აჭარის აზიზიზაცია“. ამ და სხვა, მსგავსი სათაურებითაა მოწოდებული ტელე და ბეჭდვითი მედიის ზოგიერთი სიუჟეტი. 

ზემოთაღნიშნული პროცესი  თურქეთს წარმოაჩენს როგორც მტრულ ქვეყანას, რომელიც სხვადასხვა გზით: ეკონომიკურად, რელიგიურად, კულტურულად და პოლიტიკურად საქართველოს, განსაკუთრებით კი აჭარის, მიზანმიმართული დაპყობითაა დაკავებული. 

ბოლო პერიოდში ბათუმში, შენობებზე გაჩნდა წარწერები: „ბათუმი თურქების გარეშე“, რაც სწორედ მსგავსი რიტორიკის გამოძახილად შეიძლება მივიჩნიოთ. 

ინტენსიურმა ანტითურქულმა პროპაგანდამ შესაძლოა საქართველოს მოქალაქეთა და საზოგადოების განწყობის ცვლილება, სტერეოტიპებისა და უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება გამოიწვიოს. აღნიშნული ერთი მხრივ, ქართულ-თურქულ მეგობრულ ურთიერთობებს მნიშვნელოვან დაბრკოლებას შეუქმნის, ხოლო მეორეს მხრივ ამან შესაძლოა რეალური საფრთხეების წინაშე დააყენოს საქართველოში მცხოვრები და ჩვენს ქვეყანასთან ამა თუ იმ კუთხით დაკავშირებული თურქები. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ქსენოფობიის, სიძულვილის ენის გამოყენებისგან, რათა არ მოხდეს ეთნიკური ან/და რელიგიური შეუწყნარებლობის წახალისება საზოგადოებაში."

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე მუქარა გრძელდება1
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში „ადიდასის“ ახალი ფაბრიკა დაათვალიერა (VIDEO)2
დაჩი ცაგურია დაკავებულია3
ფოთსა და ზუგდიდში დევნილები კერძო საკუთრებაში შეიჭრნენ4
რიჩარდ ნორლანდი: პრეზიდენტს პარლამენტში კარგი გამოსვლა ჰქონდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X