გოგონა, რომელიც მშობლების გარდაცვალებას შეესწრო, საავადმყოფოდან ნათესავების მოთხოვნით გაწერეს
რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული გოგონა, ნათესავების
დაჟინებული მოთხოვნით, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოდან გაეწერა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას მედპერსონალმა განაცხადა, მძიმე
ფსიქოლოგიური შოკის მიუხედავად პაციენტი ბებიამ წაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ 11 წლის მოზარდი, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი
ხანძრისას დედ-მამის გარდაცვალების ფაქტს შეესწრო.
ინცინდენტი კვირას, გამთენიისას მოხდა. რუსთაველის 23 ნომერში,
სამსართულიან საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა.
Internet.ge