სამეგრელოში
ამერიკული
თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო.
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
სურსათის უვნებლობის სამსახურმა სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია გამოიყენა.
სპეციალური
ვერტმფრენით
ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 600 ჰექტარი ფართობი შეიწამლა, მათ შორის კერძო სექტორი, სავარგულები და ბაღები.
ღოგორც
სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, შეწამვლა სპეციალური ხსნარით მოხდა, რომელიც უვნებელია როგორც ფრინველებისთვის,
ასევე ცხოველებისთვის.
ამერიკულმა
თეთრმა პეპელამ სამეგრელოს სოფლის მეურნეობას ზიანი მიაყენა. განადგურებული იყო როგორც ხილი, ასევე მცენარეთა მწვანე საფარი.
Internet.ge