მერაბიშვილმა რაბათის ციხის მშენებლობისთვის არქიტექტორ შალვა მელიქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რაბათის ციხის
რეკოსნტრუქციაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და რამდენიმე მათგანს ღირსების
ორდენი გადასცა. პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა არქიტექტორ შალვა მელიქიშვილს გადაუხადა, რომელიც
ახალციხის მკვიდრია.
მასთან ვანო მერაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა რეაბილიტაციის დროს ერთი
ადამიანის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გარდაცვლილის ოჯახს დაეხმარება.
თითოეულმა თქვენთაგანმა შეგიძლიათ იამაყოთ, რომ ეს მნიშვნელოვანი
ქალაქი აღადგინეთ. ეს ციხე-ქალაქი შთამომავლობას დარჩება. თქვენ ხართ იმ არმიის
ნაწილი, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში დღე და ღამეს ათენებდა ამ
შედეგისთვის რომ მიეღწია“,- აღნიშნა მერაბიშვილმა.
რაბათის ციხე-სიმაგრე მთლიანად განახლდა. განახლებული ციხე
საქართველოს პრეზიდენტმა პირადად გახსნა.
internet.ge