GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ტუღუში ფოთის მერს რეკომენდაციით მიმართავს
12:00 17.08.2012
დღის სიახლეები

გიორგი ტუღუში ქალაქ ფოთის მერს რეკომენდაციით მიმართავს. სახალხო დამცველის განცხადებას "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერს შეისწავლოს მოქალაქე ნაზიბროლა ღოღობერიძის  საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნ. ღოღობერიძემ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის ბრძანებით მისი შრომის უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.

საქმის მასალების ყოველმხრივად შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი აქვს მოქალაქე ნ. ღოღობერიძის უფლების დარღვევის ფაქტს შემდეგ გარემოებათა გამო.

2011 წლის 1 იანვრამდე ნ. ღოღობერიძე მუშაობდა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის სახაზინო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2010 წლის 31 დეკემბერს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის ბრძანებით ნ. ღოღობერიძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამსახურის რეორგანიზაციის გამო.

რეორგანიზაციის შედეგად თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის სახაზინო განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის 6 (ექვის) საშტატო ერთეული შემცირდა ერთი საშტატო ერთეულით და დარჩა 5 (ხუთი) საშტატო ერთეული.

ნ. ღოღობერიძეს მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის სახაზინო განყოფილებაში არსებული ექვსი მთავარი სპეციალისტის შტატით გათვალისწინებული თანამდებობებიდან ეკავა ერთ–ერთი. შესაბამისად, ის, თუ რატომ მოხდა 6 მთავარი სპეციალისტიდან ნ. ღოღობერიძის თანამდებობიდან გათავისუფლება და რის საფუძველზე მიენიჭა დანარჩენ 5 სპეციალისტს უპირატესობა, უნდა ყოფილიყო დასაბუთებული ყველა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

მოცემულ შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერია ვალდებული იყო, ობიექტურად შეეფასებინა ნ. ღოღობერიძის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. თუმცა, მერიას ეს ქმედება არ განუხორციელებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომლითაც დასტურდება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას  კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიორგი ტუღუში ფოთის მერს რეკომენდაციით მიმართავს1
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა2
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.3
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები4
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X