"Pussy Riot"-ს მხარდაჭერას მსოფლიოს 30 ქალაქში უცხადებენ
12:18 17.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ნიუ-იორკში, ლონდონში, ვილნიუსში და მსოფლიოს კიდევ დაახლოვებით 30 ქალაქში, "Pussy Riot"-ის მხარდამჭერი აქციები გაიმართება.
დღეს, იმ დროისთვის, როდესაც გოგოებს განაჩენს გამოუტანენ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნილი ათეულობით ჯგუფი ქუჩაში გამოვა. ამასთან ერთად, ნიუ-იორკში და ნიცაში, აქციების გამართვას გეგმავენ არა რუსეთის საელჩოს წინ, არამედ მართმადიდებელ ეკლესიებთან.
“კერძოდ, ნიუ-იორკში რამოდენიმე აქცია გაიმართება. ყველაფერი ტაძართან დაიწყება, შემდეგ ხალხის ჯგუფი რუსეთის საკონსულოსთან გადაინაცვლებს, იქიდან კი მოეწყობა მსვლელობა ტაიმს-სკვერისკენ, სადაც წარმოდგენა გაიმართება. მსახიობები წაიკითხავენ ამონარიდებს Pussy Riot-ზე სასამართლოს პროცესიდან,” – განაცხადა ალექსანდრე გოლდფარბმა, სოციალურმა აქტივისტმა და საერთაშორისო სამოქალაქო თავისუფლებათა ფონდის ლიდერმა.
როგორც “ინტერფაქსი” აცხადებს, ნიუ-იორკის მსგავსი აქციები ტარდება ლონდონშიც და ვილნიუსშიც. გოლდფარბის სიტყვებით, აქციების კოორდინირება სოციალური ქსელის მეშვეობით მოხერხდა.
საერთაშორისო სამოქალაქო თავისუფლებათა ფონდის ლიდერმა, გამოთქვა იმედი, რომ მოსკოვში, სასამართლოს შენობისთან, სადაც 17 აგვისტოს გოგოებს განაჩენს გამოუტანენ, ბევრი ხალხი შეიკრიბება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|