პრემიერ-მინისტრმა კახეთში სტიქიით
დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის პროცესი შეამოწმა. ვანო
მერაბიშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში იმყოფებოდა, სადაც კომპენსაციის
დარიგების პროცესს პირადად დააკვირდა და თავადაც მიიღო მასში მონაწილეობა.
პრემიერის
განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ მიღებული კომპენსაცია აანაზღაურებს იმ ზარალის
დიდ ნაწილს, რაც კახეთის მოსახლეობას სტიქიის შედეგად მიადგა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულები სამ კატეგორიად
დაიყო. პირველ კატეგორიაში მოხვედრილი მოსახლეობა, ვინც მოსავლის ასი პროცენტი
დაკარგა, კომპენსაციის სახით ათას 300-იდან ათას 500 ლარამდე მიიღებს.
მეორე კატეგორიაა, ვინც მოსავლის 70 პროცენტი დაკარგა - 900 ლარი, ხოლო ვისაც
მოსავლის 50 პროცენტი გაუნადგურდა სამასიდან ხუთას ლარამდე გადაეცემა.
Internet.ge