GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართულმა ოცნებამ" ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის დადგენილ ზღვარს გადააჭარბა
10:38 18.08.2012
დღის სიახლეები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, დარღვევების პრევენციის მიზნით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირველობაზე მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართული ოცნება" გადააჭარბა კანონით ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის დადგენილ ხუთასიათასლარიან ზღვარს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან ან მათთან დაკავშირებული პირებისაგან), მაშინ მათ მიერ ერთი პარტიის საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობაარ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ამასთანავე თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულებების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.

ამ მუხლით გათვალისწინებული ზღვრების დარღვევასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გაერთიანებებსა და შემომწირველებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, თუ მათთვის ცნობილი არ იყო შესაბამისი ნორმის დარღვევის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია განსაზღვროს არანაკლებ 5 დღის ვადა შესაბამისი დარღვევის აღმოსაფხვრელად".

რადგან მონიტორინგის ძირითად მიზანს წარმოადგენს დარღვევების პრევენცია და პოლიტიკური დაფინანსების კანონშესაბამისობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ კოალიციას „ქართული ოცნება" აცნობა, რომ მათ გადააჭარბეს კანონით ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის დადგენილ ხუთასიათასლარიან ზღვარს. 2012 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აღნიშნულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა იმ ფიზიკური პირებისაგან, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შემოსავალს ერთი წყაროდან - ბიძინა ივანიშვილისაგან იღებენ, სულ შემოწირულების სახით მიიღო 623,858,75 ლარი. შესაბამისად, კანონით დადგენილი ზღვარის გადაჭარბებით მიღებული თანხა შეადგენს 123,858 ლარს.

შესაბამისად, დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მიმართა წინადადებით, ამ მუხლით გათვალისწინებული ზღვარის დარღვევით მიღებული შემოწირულება - 123,858 ლარი დაუბრუნონ უკან შემომწირველებს 5 დღის ვადაში. მათ გაეგზავნათ ყველა პირის, მათ შორის იმ პირთა სია და მონაცემები, რომელთა მიერ შეწირული თანხების შემდეგ დაფიქსირდა ლიმიტის გადაცილება. ეცნობათ ასევე იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელი კომპანიებიდანაც დაფინანსების მიმღებმა პირებმა შემოწირულებები განახორციელეს პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშზე და გადააჭარბეს ერთი წყაროდან კანონით დაშვებული შემოწირულების ხუთასიათასლარიან ზღვარს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია, კანონდარღვევების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ინფორმირებულობა. ამ მიზნით ფიზიკური პირებს, რომლებიც შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული კომპანიებისაგან, აცნობებს, რომ პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართული ოცნება" გადააჭარბა ერთი წყაროდან კანონით დაშვებული შემოწირულებების ხუთასიათასლარიან ზღვარს. შესაბამისად, მათ მიერ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ჩაითვლება უკანონოდ.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 21 ოქტომბრისთვის1
„ქართულ ოცნებას“ სოხუმიდან მიმართვას უგზავნიან2
ბარამიძე: ძალიან პრინციპულები ვიქნებით და ამავე დროს ხელისუფლებას მხარში დავუდგებით3
თინა ხიდაშელი: ჩემი საარჩევნო კამპანია 26 სექტემბერს დასრულდა4
ამერიკელი სენატორები ივანიშვილის განცხადებას უარყოფენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X