დალი ხომერიკი ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
14:24 18.08.2012
|
დღის სიახლეები
|
17 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი ახალციხეში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. მინისტრმა დევნილი ოჯახები მოინახულა და მათ საჭიროებების შესახებ გაესაუბრა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა, სადაც 17 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რეაბილიტირებულია. საცხოვრებელი ფართები ოჯახებს უკვე საკუთრებაში აქვთ გადაცემული. დევნილების თქმით, მათი საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მათ კმაყოფილება გამოხატეს ახალციხის განვითარებაზე და განსაკუთრებული ყურადღება ადგილზე დასაქმების აუცილებლობაზე გაამახვილეს. მინისტრმა მათ მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სწორედ დასაქმების პროგრამების ამოქმედება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. აქვე, დალი ხომერიკმა დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეულ დევნილ ოჯახში ერთი ადამიანი მაინც იყოს დასაქმებული.
მინისტრი დევნილებს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, ასევე საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში მთავრობის გეგმების შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ მეტი სარგებელი, რომელსაც ახალი რეფორმები, პროექტები და პროგრამები მოიტანს, თითოეულმა დევნილმა პირადად უნდა იგრძნოს.
მინისტრი ახალციხეში ყოფილი სკოლა ინტერნატის შენობასაც ესტუმრა და იქ მცხოვრებ დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. დალი ხომერიკი საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|