ტელეკომპანია „მაესტროს“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტმა მარიკა
ჩხიკვაძემ მუშაობა შეწყვიტა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა განაცხადა,
რომ ტელევიზია მას მიკერძოებულად მუშაობას აიძულებდა.
„მაესტროს" წარმომადგენელთა მხრიდან ჩემზე ზეწოლა ხორციელდებოდა,
ჩემგან ყველა ინფორმაციის ნეგატიურად გაშუქებას მოითხოვდნენ. წვეთი-ზღვად, ფინჯანი კი
ქვევრად უნდა წარმომეჩინა, რათქმაუნდა, უარყოფით კონტექსტში“,- აცხადებს ჩხიკვაძე.
მისი თქმით, „მაესტროს“ დატოვების გადაწყვეტილება 17 აგვისტოს,
ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის შემდეგ, ‘’მაესტროს" ხელმძღვანელობის მიერ
გაცემული დირექტივების შემდეგ მიიღო.
„უნდა მომეძებნა რესპოდენტები, რომლებიც ბაგრატის ტაძარზე უარყოფითად
ისაუბრებდნენ. მე ასეთი ადამიანი ვერ ვნახე“,- განაცხადა ჟურნალისტმა.
internet.ge