მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 20 აგვისტოსთვის
23:56 19.08.2012
|
დღის სიახლეები
|
რაიმე გამოთვლებში დღეს დაშვებული შეცდომები შემდგომ დიდ პრობლემებს წარმოქმნის. მოერიდეთ უცნობებს და მეტად ეურთიერთეთ ახლობლებს. სასიკეთო დროა საოჯახო დღესასწაულებისათვის, რომანტიული პაემანებისათვის, ნიშნობისა და ქორწინებისათვის. ეცადეთ კარგად გამოიძინოთ.
მინერალებიდან სასიკეთოა: ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ჰელიოტროპი, ციტრონი. ფერებიდან დადებითია: ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანე. სიზმრები ახდება ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ.
კარგი დღეა მეგობრული კონტაქტებისათვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის, ხელოვნების ნიმუშების ყიდვა-გაყიდვისათვის, პარტნიორული თანამშრომლობისათვის, ახეჯის, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აპარატების, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შესაძენად, ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად, ექიმებთან კონსულტაციისა და მკურნალობის დასაწყებად, საიუბიელო საღამოებისათვის.
საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. ჯანმრთელობის თვალსაზრისით სუსტდება ყელი, თირკმელები, კანი და ენდოკრინული სისტემა.
დღე სასიკეთოა ლომის, სასწორისა და მერწყულისათვის, ხოლო უარყოფითია კუროს, კირჩხიბის, მორიელისა და თხის რქისათვის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|