მესტიაში დაკარგული 23 წლის პოლონელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები
დღეს დილიდან ისევ განახლდა. თუმცა სამძებრო სამუშაოებს ამინდის გაუარესება და
ცუდი ხილვადობა აფერხებს.
სამუშაოებში, მესტიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, თბილისიდან მესტიაში ჩასული
შინაგან
საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებიც
ჩაერთვნენ.
შემთხვევა
მესტიის რაიონის სოფელ კალაში გუშინ მოხდა. ორი პოლონელი ტურისტი ქალბატონი მესტიიდან უშგულისკენ ფეხით მიდიოდა, რა დროსაც სოფელ კალაში ერთ-ერთს ფეხი დაუსხლტა და მთიდან ხევში, მდინარე ხერეშში გადავარდა.
internet.ge