კახეთს კვლავ სტიქია დაატყდა თავს. გუშინ მოსულმა 10 წუთიანმა ძლიერმა სეტყვამ გურჯაანში, ყვარელსა და
ლაგოდეხში მოსავალი გაანადგურა.
განსაკუთრებული ზიანი ლაგოდეხის ორ სოფელს: ბოლოკიანსა და მშვიდობიანს
მიადგა. განადგურდა მოსავლის 30%.
არსებული ინფორმაციით, სეტყვას ძლიერი ქარიც ახლდა თან, რამაც
ელექტროსადენების დაზიანება გამოიწვია.
ბოლოკიანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმებმა კახეთის რეგიონს სერიოზული ზიანი
ერთი თვის წინაც მიაყენა. რომლის შედეგების ლიკვიდაციას მთავრობა ამ დრომდე
ცდილობს.
internet.ge