პაკისტანში
11 წლის გოგონა, რომელიც ქრისტიანული ოჯახიდანაა, მკრეხელობის გამო დააკავეს. მუსულმანებმა
ის ყურანის რამდენიმე ფურცლის დაწვაში დაადანაშაულეს.
პაკისტანში
მუსულმანთა წმინდა წიგნის შეურაცხყოფა სიკვდილით ისჯება.
11 წლის
ბავშვისთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ, თუმცა ასობით ქრისტიანული ოჯახი,
რომელიც სოფელ მეხერაბადიში ცხოვრობს, თავისი სახლებიდან აიყარა - იუწყებიან დასავლური
სააგენტოები. მათ ეშინიათ, რომ ბავშვის მიერ ჩადენილი საქციელის გამო მუსულმანები
მათზე შურს იძიებენ.
Internet.ge