ნანა კაკაბაძემ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა
12:04 20.08.2012
|
დღის სიახლეები
|
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ადვოკატ ნანა კაკაბაძის მიერ პატიმრის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
"სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტება გააკეთოს 19 აგვისტოს, ნანა კაკაბაძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე, ამჯერად პატიმარ გ. ბალიაშვილზე, რომელიც თითქოსდა გარდაიცვალა 10 დღის წინ.
ეს ინფორმაცია და დამატებით ყველა სხვა დეტალი, რომელზეც საუბრობს უფლებადამცველი, არის სრული სიცრუე.
სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და მოუწოდებს ნანა კაკაბაძეს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან, ვინაიდან, სასჯელაღსრულების სისტემაზე მცდარი ინფორმაციის გავრცელება არეთიკურია და არ ითვალისწინებს არც პატიმრის და არც მისი ოჯახის წევრების ინტერესებს," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|