ზურაბ ჭიაბერაშვილმა 1-ელი სექტემბრისთვის სადაზღვევო კომპანია "ალფას" მზაობა პირადად შეამოწმა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სადაზღვევო კომპანია "ალფას" ესტუმრა და კომპანიის ცხელი ხაზის ფუნქციონირებას ადგილზე გაეცნო.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირადად შეამოწმა, როგორ ემზადება კომპანიის ცხელი ხაზი 2012 წლის 1-ელ სექტემბერს, დაზღვეულთა ზარების გაზრდილი ნაკადის მისაღებად.
მინისტრი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამასთან დაკავშირებით შემოსული ზარების რაოდენობითაც დაინტერესდა.
internet.ge