GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო
10:36 21.08.2012
დღის სიახლეები

კახეთი სტიქიამ კიდევ ერთხელ დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ზიანი გურჯაანის, ლაგოდეხის და ნაწილობრივ საგარეჯოს რაიონის სოფლებს მიაყენა.

სტიქიამ ათეულობით ოჯახი დააზარალა, დაზიანდა ელექტროსადენები, ინფრასტრუქტურა და გზები, განადგურდა მოსავალი. 

გუშინ გვიან ღამითვე დაზარალებული საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონების სოფლების - ყანდაურასა და ჩუმლაყის მოსახლეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოინახულა. ვანო მერაბიშვილი ადგილობრივებს დახმარებას დაჰპირდა. 

გვიან ღამითვე საქართველოს პრემიერმა გურჯაანში საგანგებო თათბირი გამართა და ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დავალებები მისცა. მერაბიშვილის განცხადებით, არც ერთი ოჯახი დახმარების გარეშე არ დარჩება და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდანვე დაიწყება. 

კახეთის სოფლები სტიქიამ გუშინ საღამოს დააზარალა. მძიმე მდგომარეობაა გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში, სადაც ათეულობით ოჯახს სერიოზული ზიანი მიადგა. სეტყვას თან ძლიერი ქარი ახლდა, რის გამოც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დრომდე კახეთის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ჩახერგილია გზები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დასეტყვილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და მარცვლეული კულტურა. 

სტიქიამ დააზარალა საგარეჯოს რაიონის სოფელი ვერხვიანიც. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ვენახები და სახნავ-სათესი სავარგულები გაანადგურა. ქარმა ხეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. სოფელ ვერხვიანში რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია მთლიანად გამორთული იყო. 

კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცეცხლოვანმა ტორნადომ ფილმის გადამღები ჯგუფი შოკში ჩააგდო (VIDEO)1
მეცნიერებმა შიდსის მსგავსი დაავადება აღმოაჩინეს2
ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა აეროპორტის მუშაობა შეაფერხა (VIDEO)3
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციამ ახალი ვირუსი აღმოაჩინა4
შს სამინისტრომ ბესიკ გეგეჭკორი დააკავა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X