რუსთავში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად
დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ქვემო ქართლის
რწმუნებულმა დავით კირკიტაძემ განუცხადა, დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის
თანამშრომლები დილიდან სამშენებლო მასალის მობილიზაციას ახდენენ.
„დღის თორმეტი საათისთვის ზარალი სრულად
იქნება ლიკვიდირებული. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა, რაც შეეხება
დაზიანებულ სახლებს, წყლის ამოტუმბვა გუშინვე მოხდა. სამშენებლო სამუშაოები კი
აქტიურად მიმდინარეობს“,- განაცხადა კირკიტაძემ.
რუსთვში
ძლიერი წვიმა და სეტყვა გუშინ მოვიდა, რომელიც 20 წუთის განმავლობაში
გაგრძელდა.
წვიმასა და სეტყვას თან ქარიშხალიც ახლდა.
ადგილობრივი მთავრობა ზარალს ითვლის.
internet.ge