ივანიშვილმა კახელების დახმარების სურვილი გამოთქვა, თუმცა ის ამისთვის პირობებს აყენებს
ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“
ლიდერი მზად არის კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა კიდევ გადარიცხოს.
როგორც ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს, დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება
უკვე გადარიცხული 80 მილიონის ხარჯვის მიზნობრიობას წარმოადგენს და დაასაბუთებს,
რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო, მზად არის, კახი კალაძესთან ერთად, კიდევ გადარიცხოს
თანხა.
"მძიმე მდგომარეობაა გურჯაანში, ბევრი რაიონი დაისეტყვა. საგარეჯოში 50%-მდე მოსავალია
განადგურებული,
ძალიან ცუდია, რომ ამ გაჭირვებულ ჟამს ბუნებაც განსაცდელს გვიმზადებს. ისედაც გაჭირვებული ჩვენი მოსახლეობა ამ განსაცდელსაც უპირისპირდება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მათ დავეხმაროთ, მაგრამ კანონიერი დახმარების საშუალება არ გვაქვს. ის ირიბი გზა, რაც 80 მილიონის გადარიცხვის სახით გამოვნახე, ამ ხალხის სასარგებლოდ გამოყენებული არ არის. კეთილი ინებონ და ხალხს აუნაზღაურონ დანაკლისი, არა მოგონილი თანხებით, არამედ - ზარალის შესაბამისად",
- აღნიშნა
ივანიშვილმა.
Internet.ge