გიგი უგულავამ თბილისში დამზადებული მეტროს
ვაგონები დაათავლიერა. მერიის
პრესსამსახურის ცნობით, უგულავამ „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა" დაათვალიერა და საქართველოში
დამზადებულ
პროდუქციას
ადგილზე გაეცნო.
მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის
თანახმად, “ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა” თბილისის მეტროს მიერ 1996 წელს დაარსდა.
ქარხანამ
2005 წლიდან
თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია დაიწყო, შეიცვალა, როგორც ვაგონების ვიზუალური მხარე, ასევე გაუმჯობესდა უსაფრთხოების ნორმები. შეიცვალა ვაგონების ინტერიერი. 2005
წლიდან დღემდე უკვე მოდერნიზებულია
111 ვაგონი,
რაც თბილისის მეტროს მთლიანი მოძრავი შემდაგენლობის
70%-ს შეადგენს.
მოდერნიზების
პროცესი მთლიანად 2013 წლის ბოლოს დასრულდება.
„ელექტრომოძრავი
შემადგენლობის
სარემონტო
ქარხანა” წელს, თბილისის მერიის ინიციატივით გამართულ სამრეწველო აღლუმში „დამზადებულია საქართველოში“ მონაწილეობდა და რუსთაველის გამზირზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოში წარმოებული მეტროს ვაგონი დაეთავლიერებინა.
„ელექტრომოძრავი
შემადგენლობის
სარემონტო
ქარხანამ“ სასომხეთში მომსახურების ექსპორტი დაიწყო. კერძოდ, 2011 წელს ერევნის მეტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ, მიმდინარეობს ერევნის მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზება.
internet.ge