თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელი გვირაბის მშენებლობის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდა.
შეზღუდვა 25 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო
საშუალებები
ბაქრაძის ქუჩის გავლით ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
რაც შეეხება მარშალ გელოვანის გამზირზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს, ის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
internet.ge