საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში ავტორიტეტულმა სოციოლოგიურმა კომპანიამ GALLUP World-მა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა,
რომელიც 143 ქვეყანაში ჩატარდა და მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდას ასახავს.
კვლევის შედეგების
მიხედვით საქართველო, როგორც მოქალაქეთა მიერ აღქმული ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, მოწინავე პოზიციებზეა. საქართველოში მოქალაქეთა უსაფრთხოების განცდის დონე
აღემატება, როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესაბამის, ასევე ევროპის, აზიის,
მსოფლიოსა და პოსტსაბჭოთა სივრცის საშუალო მაჩვენებლებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, GALLUP World-ის მიერ
ჩატარებული გამოკითხვის შედეგები კიდევ ერთხელ ამყარებს „დანაშაულისა და
უსაფრთხოების კვლევის“ შედეგებს.
საქართველოში "დანაშაულისა და უსაფრთხოების“
კვლევა ჩატარდა 2010, 2011 და 2012 წლებში,
მისი შედეგების მიხედვით საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად
დასახელდა.
internet.ge