GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს მოქალაქეთა შორის უსაფრთოების შეგრძნება 91%-ს აჭარბებს
13:51 22.08.2012
დღის სიახლეები

მსოფლიოში ავტორიტეტულმა სოციოლოგიურმა კომპანიამ GALLUP World-მა  2011 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვის თანახმად, მსოფლიოს 143 ქვეყანის მოქალაქეებს შორის  უსაფრთხოების განცდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეებს აქვთ.

აშშ, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, ბელგია, იაპონია, ავსტარლია, სომხეთი, აზერბაჯანი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, პოლონეთი - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მცხოვრებლებიც თავს საქართველოს მოქალაქეებზე ნაკლებად დაცულად გრძნობენ. „რამდენად უსაფრთხოდ ხართ გვიან ღამით სეირნობისას“, - ამ კითხვაზე კვლევის 181 567-მა მონაწილემ  სხვადასხვაგვარად უპასუხა. გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს ფორმატში ჩატარდა,  მასში მონაწილეობა 15 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებმა მიიღეს. როგორც კვლევამ ცხადყო, უსაფრთხოების საშუალო მაჩვენებლი 57%-ია, ევროპის ქვეყნებისა - 65%; პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაცულობის განცდა 51%-ს აქვს, საქართველოს მოქალაქეთა შორის კი უსაფრთოების შეგრძნება 91%-ს აჭარბებს.

შედეგების მიხედვით, 143 ქვეყნის მოქალაქეთა შორის,  დაცულობის განცდა მამაკაცებს მეტად აქვთ, ვიდრე - ქალებს. ევროპული მაჩვენებლით, კაცების 75% და ქალების მხოლოდ 55% აქვს უსაფრთხოების შეგრძნება. საქართველოს მონაცემი ამ მხრივაც მაღლია - მოქალაქეები სქესის მიუხედავად, საქართველოში თავს დაცულად გრძნობენ, მამაკაცთა 93 % და ქალთა 90 % მიიჩნევს, რომ გვიან ღამით ქალაქის ქუჩებში სეირნობა სრულიად უსაფრთხოდ შეუძლიათ. 

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო, როგორც მოქალაქეთა მიერ აღქმული ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზეა. საქართველოში მოქალაქეთა უსაფრთხოების განცდის დონე აღემატება როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესაბამის, ასევე ევროპის, აზიის, მსოფლიოსა და პოსტსაბჭოთა სივრცის საშუალო მაჩვენებლებს.

GALLUP World-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები კიდევ ერთხელ ამყარებს „დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის“ შედეგებს.   საქართველოში "დანაშაულისა და უსაფრთხოების“ კვლევა ჩატარდა 2010, 2011 და 2012 წლებში, მისი შედეგების მიხედვით, საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სანდრა რულოვსი: წელს მოსწავლეებს უკეთესად მომზადებული პედაგოგები დახვდებიან1
კონსტანტინე ვარძელაშვილი ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს2
იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა3
საქართველოს პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს4
22 წლის მურად ნოზაძემ ქორწილში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა და საკუთარი დედა დაჭრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X