24 წლის
მოსკოველი სპელეოლოგი ალექსეი საველიევი გაგრის რაიონში უბედური შემთხვევის
მსხვერპლი გახდა.
ინცინდენტი
ილიუხინსკაიას გამოქვაბულის დათვალიერებისას 20 აგვისტოს მოხდა, როცა სპელეოლოგი
1000 მეტრის სიღრმეში ეშვებოდა, თუმცა დაღუპულის ამოყვანა გამოქვაბულიდან ამ
დრომდე ვერ მოხერხდა.
ჩაშვების
დროს მასთან ერთად ექსპედიციის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა, რომელმაც ახალგზარდას
პირველი სამედიცინო დახმარება გაუწია, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც
„აპსნიპრესი“ იუწყება, „ერთ-ერთ გროტზე გადასვლისას სპელეოლოგი წყლით გაიგუდა“.
ადგილზე გასულია
მაშველთა ჯგუფი და გამოქვაბულიდან ცხედრის ამოტანის საკითხი წყდება.
internet.ge