GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სიამის ტყუპები ამერიკული რეალითი-შოუს გმირები გახდებიან
16:53 22.08.2012
დღის სიახლეები

28 აგვისტოს აშშ-ში რეალითი-შოუ „Abby & Brittany“ იწყება, რომელთა გმირებიც სიამის ტყუპები - ებიგეილი და ბრიტანი იქნებიან. მაყურებელი კი შეიტყობს, როგორია, როცა ერთ სხეულს ორი ადამიანი იყოფს.

გოგონები 20 წლისანი არიან, რაც თავისთავად უკვე მიღწევაა, რადგან სიამის ტყუპების ამ ასაკამდე მისვლა ზოგადად, გამორიცხულია. ისინი, როგორც წესი, დაბადებიდან მალევე იღუპებიან.

თავის დროზე მშობლებს ტყუპების განცალკევება შესთავაზეს, მაგრამ მათ უარი თქვეს, რადგან ასეთ დროს გადარჩენის შანსი მხოლოდ ერთ ბავშვს აქვს.

დღეს დები ამბობენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნიათ, თუმცა ამან ერთხელ პრობლემები უკვე შექმნა - როცა ებიგეილს თანაკურსელი ბიჭი შეუყვარდა, რომელიც საშინლად არ მოსწონდა ბრიტანის, დების ჩხუბს კი ოჯახი ჭკუიდან გადაჰყავდა.

გოგონებს შორის არა მარტო სიტყვიერი კონფლიქტი, არამედ ფიზიკურად ჩხუბიც მომხდარა. მაგალითად, ერთმა მეორეს თავში ქვა ჩაარტყა, ისე, რომ არ გაუაზრებია, რომ დის გათიშვის გამო, შეიძლება, სახლში ვერ დაბრუნებულიყო. თითოეული მათგანი ხომ სხეულის მხოლოდ „საკუთარ“ ნაწილს აკონტროლებს და მეორე ნახევარზე შეხებასაც კი ვერ გრძნობს.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველო მსოფლიოს უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს1
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდთან დაკავშირებით2
სამარშრუტო ტაქსების ტექნიკური მომსახურება შეღავათებით განხორციელდება3
უნიკალური არქეოლოგიური ნივთების რეალიზაციის ფაქტზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს4
პატიმართა სოლიდარობის აქცია დღეს განახლდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X