GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მთავრობის გადაწყვეტილებით 1 კგ. წითელი ყურძნის ჩაბარება 1 ლარად იქნება შესაძლებელი
18:24 22.08.2012
დღის სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. თავდაპირველად ვანო მერაბიშვილი დაბა წნორში ადგილობრივ გლეხებს შეხვდა და მთავრობის ორი ახალი ინიციატივა გააცნო. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვინაიდან კახეთს წელს რთული წელი ჰქონდა და სტიქიამ რეგიონი უკვე ორჯერ დააზარალა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყურძნის სახელმწიფო ვაუჩერით ანაზღაურებული თანხა გასულ წელთან შედარებით შავ ყურძენზე 25 თეთრიდან 35 თეთრამდე, ხოლო თეთრზე 15 თეთრიდან 25 თეთრამდე გაიზრდება. 

გარდა ამისა, კახეთის რეგიონში გაიხსნება 55 ყურძნის ჩამბარებელი პუნქტი, სადაც 1 კგ წითელი ყურძნის ჩაბარება 1 ლარად იქნება შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც შეისყიდიან, რომელზე ფასიც 1 კგ-ზე 35 თეთრიდან დაიწყება.

დაბა წნორის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფელ სამთაწყაროში ჩავიდა, სადაც რთველის დაწყებას დაესწრო და ადგილობრივ გლეხებთან ერთად ყურძნის კრეფაში მიიღო მონაწილეობა.

სამთაწყაროდან ვანო მერაბიშვილი ბაკურციხეში გაემგზავრა, სადაც 14 ივლისს, მისი მითითებით დამშრობ არხზე დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის გაკეთებული სადრენაჟო სისტემა დაათვალიერა, რომლის საშუალებითაც 180 ოჯახის საკუთრებაში არსებული 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაშრობა მოხერხდა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ერთ წელიწადში 400 000–ზე მეტი ID ბარათი გაიცა1
პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვას გეგმავს2
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა3
50-ზე მეტ ობიექტში 2 000-მდე ოჯახია შეჭრილი4
აფხაზეთში ინტენსიური წრთვნები მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X