ბიძინა ივანიშვილის მიერ, მასზე
დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ
„ქართული ოცნების“ ლიდერის მიმართ
იძულებითი აღსრულება დღეიდან დაიწყო.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს აღსრულების
ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ბესიკ
ლილუაშვილმა განუცხადა, პირველ ჯერზე დაყადაღებული ქონების აღწერა დაიწყება.
„ნებაყოფლობითი გადახდის ვადა გუშინ 00:00
საათზე ამოიწურა, დღეიდან დაიწყება იძულებითი გადახდის პროცედურა. იძულებითი
აღსრულების რა მეთოდი იქნება გამოყენებული, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია“,-
განაცხადა ლილუაშვილმა.
თბილისის
საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 20 მილიონით, კახი კალაძე კი 17 მილიონამდე ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ,
ფინანსური
მონიტორინგის
სამსახურის
ინფორმაციით,
2012 წლის
განმავლობაში,
გაცხადებული
პოლიტიკური
და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა
5.552.135 ლარი,
ხოლო კახი კალაძემ
3.388.992 ლარი.
internet.ge