უწყებათაშორისი კომისიის განცხადებით,
"ქართული ოცნების" ბრალდება, თითქოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა
კოალიციის მხარდამჭერების მიმართულებით "მომწამვლელი
ხსნარი" გამოიყენეს
საფუძველს მოკლებულია.
როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაშია აღნიშნული, საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ წალენჯიხაში მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია.
კომისიის ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ამ რეგიონში ახორციელებდა გავრცელებული თეთრი (ამერიკული) პეპლის წინააღმდეგ გეგმიურ წამლობას ნათესების დაცვის მიზნით.
„დაგეგმილი წამლობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა წინასაწრ იყო გართხილებული რაც არის დამკვიდრებული პრაქტიკა დასავლეთ საქართველოში. ვიდეო მასალა, რომელიც ქართული ოცნებამ კომისიას მიაწოდა ადასტურებს, რომ წამლობა სავალი გზის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობდა -
მსგავსი პრაქტიკა მთელს რეგიონში აპრობირებულია - და არავითარ
მიზანმიმართულ
შეშხურებას
იქ შეკრებილთა მიმართ ადგილი არ ჰქონდა. წამლობისას
გამოყენებული
პრეპარატი
უსაფრთხოა
ადამიანის
ჯანმრთელობისთვის.
ადგილობრივი
საავადმყოფოების
ცნობით, მათთვის ამერიკული პეპლების საწინააღმდეგო გაზით მოწამვლის შედეგად არავის მიუმართავს“,-
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge