საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებს ამჯერადაც შეიწყალებს. ამის
შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პატიმართა შეწყალების კომისიამ
პრეზიდენტს შესაწყალებელ პატიმართა სია უახლოეს დღეებში უნდა წარუდგინოს.
„ინტერნეტ.ჯი“ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძესაც
დაუკავშირდა. მისი თქმით, დღეს დაგეგმილ სხდომაზე პატიმართა 203 საქმეს
განიხილავენ. მათ შორის 9 არასრულწლოვნის და
25 - ქალბატონის საქმე მოხვდა.
შესაწყალებელ სიაში მოხვდნენ ნაკლებად მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი
პატიმრები.
Internet.ge