საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხატია დეკანოიძის
დადგენილების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სკოლებში სასწავლო პროცესი 17 სექტემბერს განახლდება.
ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ
განაცხადა.
დადგენილების თანახმად, სწავლის პროცესი ტრადიციულად 15 სექტემბერს
უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რადგან არასამუშაო დღეები დაემთხვა გადაწყდა, რომ სკოლებში
სასწავლო პროცესი 17 სექტემბრიდან აღდგება.
რაც შეეხება სასწავლო ინვენტარს დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტის საჩუქარს-„ნეტბუქებს“ ყველა
პირველკლასელი მიიღებს.
internet.ge