საქართველოს
პრეზიდენტის
ადმინისტრაციაში
პატიმართა
შეწყალების
კომისიის სხდომა იწყება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს
კომისიის წევრმა მარიკა ვერულაშვილმა განუცხადა, წინასაარჩევნოდ შეწყალების კომისიის ლმობიერების შესახებ საუბრები უსაფუძვლოა.
„საუბრები
იმაზე, რომ კომისია წინასაარჩევნოდ უფრო
ლმობიერი იქნება, უსაფუძვლოა. როგორც სხვა დროს, ამჟამადაც ყველა პატიმრის საქმე
რიგითობით შემოვიდა. მე პირადად ძალიან კატეგორიული ვიქნები მკვლელების, ყაჩაღების ნარკორეალიზატორების მიმართ, გაუპატიურების მცდელობისთვის მსჯავრდებულებისა
და ყველა მძიმე კატეგორიის დანაშაულის მიმართ“,-
განაცხადა ვერულაშვილმა.
სხდომაზე პატიმართა 203 საქმეს
განიხილავენ. მათ შორის 9 არასრულწლოვნის და
25 - ქალბატონის საქმე მოხვდა.
internet.ge